დოკუმენტები და თქვენი უფლებები
სააბონენტო ხელშეკრულება, სტანდარტული პირობები და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა ერთიან ხელშეკრულებას ქმნის. ქვემოთ არის მოქმედი ვერსიები და ის ინფორმაცია, რომელსაც სტანდარტული პირობების მე-18 მუხლი ითვალისწინებს.
ახალი პირობების ამოქმედებით ძველი ნიმუშის ის დებულებები, რომლებიც მათ ეწინააღმდეგება, ძალადაკარგულია: ჯარიმები, „სერვისის შენარჩუნების“ და „შეზღუდული მომსახურების“ საფასური, 6-თვიანი ავტომატური გაგრძელება და სხვ. (19.3 პუნქტი).
დაგეგმილი სამუშაოები და ავარიები
დაგეგმილ სამუშაოებს, რომლებიც შეფერხებას იწვევს, შეძლებისდაგვარად ღამით (01:00–07:00) ვატარებთ და 24 საათით ადრე გატყობინებთ აქ და ინდივიდუალური შეტყობინებით.
კომპენსაციის წესი
თუ მომსახურება თქვენი ბრალის გარეშე შეფერხდა ან სიჩქარე არ შეესაბამებოდა დადგენილ მაჩვენებლებს, ამ პერიოდის საფასურს არ იხდით (თვიური საფასური / 30, ყოველი დაწყებული დღე სრულ დღედ ითვლება).
ტრაფიკის მართვა
ყველა ტრაფიკს თანაბრად ვეპყრობით: არ ვბლოკავთ, არ ვანელებთ და უპირატესობას არ ვანიჭებთ კონკრეტულ კონტენტს, აპლიკაციას ან სერვისს. გამონაკლისია ქსელის უსაფრთხოების დაცვა (მაგ., DDoS შეტევა), დროებითი გადატვირთვის თანაბარი მართვა და კანონის, სასამართლოს ან კომისიის მოთხოვნები. ასეთი ზომები დროებითი და პროპორციულია.
5.5 პუნქტისაჩივრის წარდგენა
საჩივრის წარდგენა უფასოა და ვადა არ აქვს:
საჩივარი იმავე დღეს რეგისტრირდება და ნომერი გეცნობებათ. მას განიხილავს მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი კომისია და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობით მიიღებთ 3 სამუშაო დღეში. განხილვის დროს სადავო თანხის გამო მომსახურებას არ შევზღუდავთ.
საჩივრების განმხილველი კომისია
შეგიძლიათ დაესწროთ განხილვას, მათ შორის დისტანციურად. ეჭვის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება აბონენტის სასარგებლოდ. კომისიის დებულება
სად შეგიძლიათ მიმართოთ
ნებისმიერ დროს, ჩვენთან წინასწარ მიმართვის გარეშეც:
